სერგი კაპანაძე : “ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა “რუსთავი 2″ გააჩუმოს”

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გუშინ მოსამართლეების მიმართ ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, “ნაციონალურ მოძრაობაში” ეხმაურებიან.პარტიის ლიდერები ზეწოლის ფაქტებს “რუსთავი 2”-ის საქმე უკავშირებენ. მათი აზრით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება დაინტერსებულია ტელეკომპანიით.

„ჩვენ ვნახეთ, როგორ წარიმართა ქვედა ინსტანციებზე პროცესები, ვნახეთ რა ხდებოდა ურთმელიძესთან მიმართებაში, რა ხდებოდა სააპელაციო სასამართლოში, ამიტომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმაზე, რომ ეს საქმე სწორედ “რუსთავი 2”-ს ეხება. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის, რომ “რუსთავი 2”, ოპოზიციური ხმა გააჩუმოს, რათა მერე უფრო მარტივად მოიგოს არჩევნები. ეს მას არ გამოუვა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ საერთაშორისო ზეწოლა რომელიც არსებობდა კიდევ უფრო გაიზრდება.

ვნახეთ როგორ იყენებს პროკურატურას კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პირდაპირ იქვემდებარებს ამ ინსტიტუტს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამიტომ არ მგონია, რომ ვინმეს ილუზია გააჩნდეს, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში რამეს გამოიძიებს საწინააღმდეგოდ “ქართული ოცნების” ან ბიძინა ივანიშვილის,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუაშვილმა გუშინ პრესკონფერეციაზე მოსამართლეებზე ზეწოლის და მუქარის ფაქტებზე ისაუბრა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მოსამართლეებს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით ემუქრებიან.პროკურატურამ პაპუაშვილს უკვე გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს უწყებაში გამოცხადების თაობაზე.

banner
წინა სტატიაში2 სექტემბერს, ბათუმში, „სამეფო ნაციონალური ბალეტისა“ და „მილანის ბალეტის“ გალაკონცერტი გამართება
შემდეგი სტატიაენმ იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უგულავას საქმეზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს