სერგეი ლავროვი: “საელჩო ეს მისი მეორე სახლია”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს საღამოს აფხაზეთში ჩავიდა. მან მონაწილეობა მიიღო სოხუმში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ახალი კომლექსის გახსნის ცერემონიაში.
ღონისძიება სიტყვით გახსნა რუსეთის ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა. მან მიმოიხილა აფხაზურ-რუსული ურთიერთობების განვითარების ეტაპები და ისაუბრა საელჩოს კომპლექსის მშენებლობის შესახებ.
„ახალმოსახლეობა ყოველთვის დღესასწაულია. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია ოჯახთან, საკუთარ სახლთან. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დიპლომატის მუშაობის შესახებ, საელჩო ეს მისი მეორე სახლია“, – განაცხადა ცერემონიაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ხვალისთვის დაგეგმილია ლავროვის შეხვედრა თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან.

banner
წინა სტატიაშიდავით ხარშილაძის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატია(VIDEO) დეკანოზის სკანდალური წერილი და პასუხი მეუფე იაკობს – ,,ციანიდი ჩამიდეს! ისიც ვიცი, ვინც ჩამიდო“