სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ერთმანეთს 10 მაისს ვაშინგტოში შეხვდებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ერთმანეთს 10 მაისს, ვაშინგტოში შეხვდებიან. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე “ორმხრივი ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ”.

უკრაინასთან კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ შეხვედრაზე, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის მექანიზმებს განიხილავენ. სირიის კონფლიქტთან მიმართებაში, ოფიციალური პირები “ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებასა და ძალადობის შეჩერების” გზებზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაში9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა
შემდეგი სტატიაპროვოკაციული განცხადება-ჯანელიძე ლუჟკოვის განცხადებაზე