სერბეთის სკანდალური მატარებელი კოსოვომდე ვერ ჩავიდა

სერბეთის რკინიგზის მატარებელი, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა “კოსოვო – ეს სერბეთია” სერბეთის მთავრობის განკარგულებით საზღვარზე გააჩერეს. ბრძანება სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩინმა გასცა. მან თქვა, რომ ასეთ ნაბიჯზე “ხალხის სიცოცხლისა და თავისუფლების გადასარჩენად წავიდა, ასევე, კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, რომ მათ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მშვიდობა გვინდა”. პრემიერის თქმით, კოსოვოელმა ძალოვანებმა მატარებელის გზები დანაღმეს. მისივე ინფორმაციით, კოსოვოს ხელისუფლება მატარენლის მემანქანის და მგზავრების დაპატიმრებას აპირებდა. “კოსოვოს მთავრობის მიზანი კონფლიქტის პროვოცირება იყო იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენია” – განაცხადა ვუჩინმა სპეციალურად მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე.
კოსოვოს პოლიციამ ბრალება უარყო და თქვა, რომ აღნიშნული განცხადების შემდეგ მათ გზები შეამოწმეს და იქ ნაღმები ვერ იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიკადიროვის თქმით, ჩეჩნეთში “ისლამური სახელმწიფო” განადგურებულია
შემდეგი სტატიაბიზნესმენის ძმა გურამ გოგიჩაიშვილი საკონტროლო გასროლით მოკლეს – თვითმხილველი დაკითხვაზე იმყოფება