სექსუალური კონტრრევოლუცია: Playboy საკუთარ თავს ყიდის

plyboyსაგამომცემლო სახლი Playboy Enterprises დიდების ჟურნალის გაყიდვის ალბათობას განიხილავს. სავარაუდოდ, გაიყიდება არა მხოლოდ ჟურნალი, არამედ, თვითონ გამომცემლობა, საიტი და სხვა აქტივები.
შესაძლებელია Playboy-ის გაყიდვა 500 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდეს, ამბობენ „ბიბისის“ წყაროები, ასევე ისეთი გამოცემები, როგორიც არის Financial Times და Wall Street Journal.
სავარაუდოდ, საკუთარი თავის გაყიდვა მოგების კატასტროფული დაცემით არის გამოწვეული. ჟურნალის ტირაჟი 1975 წელს 5,6 მილიონი იყო, 2015 წელს კი 800 ათასი.
შესაძლებელია პლეიბოის ჟურნალის ტირაჟის დაცემა რამდენიმე თვის წინ მიღებულმა გადაწყვეტილემაბაც გამოიწვია, არ დაბეჭდონ შიშველი ქალები, რომელიც ფორმატის დაბერებით ახსნეს.

banner
წინა სტატიაშისალახ აბდესლამი ბელგიის გამოძიებასთან უკვე აღარ თანამშრომლობს
შემდეგი სტატიამერაიან ქერმა ბრიუსელის კონცერტი გადადო