სექს-სკანდალი ბრიტანეთის ფეხბურთში – 819-ზე მეტი საჩივარი ბავშვთა გუნდებიდან

ბრიტანეთის ფეხბურთში არსებული სექსუალური ძალადობის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 819 შეტყობინება შევიდა 148 გუნდის წინააღმდეგ მსგავს დანაშაულებებზე – ამდაგვარად, სკანდალში 50-ით მეტი გუნდია ჩართული, ვიდრე ვარაუდობდნენ. ეჭვმიტანილების რიცხვიც, შესაბამისად, ორჯერ გაიზარდა.
ბრიტანეთის პოლიციამ ახალი მოხსენება გამოაქვეყნა ბრიტანეთის საფეხბურთო კლუბებში ბავშვების მიმართ სექსუალრ ძალადობაზე, რომელზე შეტყობინებებიც “ცხელი ხაზით” შევიდა სამართალდამცველებთან.

დანაშაულებები 1981-დან 1985 წლებშია ჩადენილი.
“ბიბისისთან” ინტერვიუში “მანჩესტერ სითის” ახალგაზრდული გუნდის ყოფილი წევრი, კრის ანსვორტი აცხადებს, რომ ბავშვობაში ის დაახლოებით ასჯერ გააუპატიურეს.

banner
წინა სტატიაშისალომე ჩარკვიანმა ჩვენება მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ მისცა
შემდეგი სტატიაგერმანიაში შობა-ახალი წლისათვის უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები შემოიღეს