სეპარატიზმის პროპაგანდისთვის უკრაინელები მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვენ

25 ათასმა უკრაინელმა მოაწერა ხელი პეტიციას, პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს სახელზე. პეტიცია ითვალისწინებს მოქალაქეობის ჩამორთმევას სეპარატისტული გამონათქვამების ან მოქმედებებისთვის. – წერს უკრაინის ნაციონალური ახალი ამბები (УНН ).
„ვთავაზობთ, განახორციელონ ყველა საჭირო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ნაბიჯი, რომ შეიტანონ ცვლილებები და დამატებები კონსტიტუციაში, კანონებში, კოდექსებში და სხვა დოკუმენტებში, რომ შექმნან იურიდიული შესაძლებლობები მოქალაქეობის იძულებითი ჩამორთმევისთვის იმ პირებისთვის, რომლებიც თავიანთი გამოთქმებით ან მოქმედებებით დამნაშავე სეპარატიზმის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევის პროპაგანდას ეწევიან’ – დაწერა ტექსტის ავტორმა იგორ ლაზარენკომ.
ტექსტში ასევე წერია, რომ სეპარიზმისტვის, რომელსაც დამნაშავე საშუალებებით ახორციელებენ, აუცილებლად უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა.
„რადგან ეს არის მოქალაქეობაზე თავდასხმა. გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ სეპარატიზმი, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული პროცედურების და საერთაშორისო კანონმდებლობის მკაცრი შესრულებით – ეს არის სახელმწიფოს ნორმალური პრაქტიკა“ – წერს ლაზარენკო.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა უნდა შექმნას „მინი-შენგენი“მიგრანტების პრობლემების გადასაწყვეტად
შემდეგი სტატიაგაფიცულმა მუშებმა გზა გადაკეტეს