სენსაციური აღმოჩენა–როგორი იყო იესო სიყმაწვილეში? +(foto)

ieso sikmawvileshi
იტალიელმა კრიმინალისტებმა, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით,ტურინის სუდარაზე ასახული იესო ქრისტეს სახის ახლაგაზრდული ვარიანტი დაამუშევს .ამ მოვლენას , როგორც უცხოური მედია იტყობინება თავად რომის პაპიც დაესწრო.

ტურინის სუდარა არის ასახვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ვნებათა და მისი დიდებით მოსილი აღდგომის დამამტკიცებელი საბუთი. ერთ-ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი მას უწოდებს „მეხუთე სახარებას„, იმდენად დაწვრილებით არის აღბეჭდილი ის ვნებები, რომლებიც მასში გახვეულ ღრმერთკაცს მიაყენეს.

ისტორიული წყაროები მოწმობენ სუდარის არსებობას. ჯერ კიდევ მე-7 ს-ში ეპისკოპოსი ბროლიონის ტექსტიდან ვხვდებით, რომ მის ეპოქაში იცოდნენ სუდარის შესახებ, რომელსაც ინახავდა ეკლესია. მე-12 საუკუნეში იმპერატორი ემანუელ კომნენი უჩვენებდა სუდარას იერუსალიმის მეფე ამოსს. რობერტ დე კლარი, მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის მემატიანე, მოგვითხრობს, რომ ვლაქერნის ღვისმშობლის ტაძარში სუდარას გამოასვენებდნენ პარასკევობით. მასზე „ნათლად ჩანდა უფლის სახე„. ბიზანტიური წყაროები მოწმობენ ნათებაზე სუდარისა.

sudara ieso

სუდარაზე მაცხოვრის სხეულის ანაბეჭდის გადასვლის შესახებ არსებობოს რამდენიმე ჰიპოტეზა:
I მეცნიერებს თავდაპირველად სუდარა ეგონათ პროფესიონალი მხატვრის მიერ შესრულებული ტილო. გაჩნდა მოსაზრება თითქოს ლეონარდო და ვინჩის მიერ იყო სუდარა მოხატული მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილმა გამოკვლელებმა ცხადყო, რომ სუდარაზე საღებავის კვალი არსად შეინიშნება. რაც აღიარა თვით საბჭოთა ათეისტურმა ჟურნალმა 1984 წელს (№ 9).

II ვერსიით ქრისტეს სხეული განბანეს თხის რძით და რძემ სუდარაზე დატოვა სხეულის უხილავი ანაბეჭდი, რომელიც ხანძრის დროს გამომჟღავნდა.

III წინა სასიკვდილო აგონიის დროს სხეული დიდი რაოდენობით გამოყოფს ამიაკურ ორთქლს, ამასთანავე სუდარაზე არსებული ნელსაცხებლები შეიცავდნენ ალოეტინს, რამაც ხელი შეუწყო მაცხოვრის გამოსახულების აღბეჭვდას.

IV ვერსიას მეცნიერები უწოდებენ „ცეცხლოვან სხეულს“. 1978 წ გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ სისხლის ლაქები გაჩნდა სუდარაზე უფრო ადრე ვიდრე სხეული გამოისახებოდა. სხეული ისეა გამქრალი, რომ სისხლის წვეთების ფორმა შეცვლილი არ არის. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის წვეთები კონტაქტში იმყოფებოდნენ სხეულთანაც და სუდარასთანაც. რეალური იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ გამოსახულება გაჩნდა სასწაულის შედეგად. კონკრეტულად უფლის აღდგომისას. მეცნიერთა აზრით აღდგომა მოხდა ცეცხლოვანი სხეულით, ღვთაებრივი ძალით და ენერგიით და ამ სხეულმა დატოვა ხელთუქმნელი გამოსახულება სუდარაზე. ცეცხლის შეხებამ გამოიწვია ქიმიური ცვლილებები მის ბოჭკოებში და გამოიწვია მათი გამუქება, მაგრამ ეს ცეცხლი არ განივრცო ფიზიკის კანონის თანახმად. მეცნიერები ამ ცეცხლს უკავშირებენ მაცხოვრის საფლავზე გარდამომავალ „ზეციურ ცეცხლს“. არგუმენტად მოაქვთ ის ფაქტი, რომ ზეციური ცეცხლი თავდაპირველად იწვევს მხოლოდ ფიტილის წვას და არ ემორჩილება ფიზიკის კანონებს. გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერებს უხდებათ შეისწავლონ ისეთი მოვლენები, რომელთა გამეორებაც არ შეუძლიათ თავიანთ ლაბორატორიებში.

“სუდარაზე აღბეჭდილია გეთსიმანიის ტანჯვაც, გვემაც, ჯვარცმაც და მიუხედავად ამისა, მიცვალებული მაცხოვრის სახე ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიდიადეს და ღვთაებრივი ბუნება ვლინდება ჯვარცმულ ადამიანურ სხეულში.”(ლოტი. „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს პორტრეტი“ გვ. 39).

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მინისტთა კაბინეტს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა
შემდეგი სტატიადიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, უკვე მესამედ მივიღო ნდობა საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი გუნდისგან + foto