სენაკში რვა წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ. იგი ოთხი დღის წინ დაიკარგა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება. კერძოდ, მოზარდს გულის ოპერაცია აქვს ჩატარებული.
როგორც „თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს რამდენიმე დღეა აწარმოებენ.