სენაკში ჯალაღონიების ოჯახის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის თემში მცხოვრებ ქეთინო ჯალაღონიას ოჯახზე დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც “თაიმერს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 179-მუხლით მიმდინარეობს,რაც ყაჩაღობას გულისხმობს.ამავე უწყებაში ქეთინო ჯალაღონიას და მისი ქალიშვილის ცემის ფაქტს არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 23 აპრილს ღამის საათებში დაუდგენელმა ნიღბიანმა პირმა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის თემში მცხოვრებ ქეთინო ჯალაღონიას ოჯახზე . ოჯახის წევრები ასაკოვანი ქალი და შვილი ქეთინო ჯალაღონია ჯერ ცემეს შემდგომ გათოკეს და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაეუფლნენ ყაჩაღები ოჯახის კუთვნილ ოქროს სამკაულებსა და დიდი ოდენობით ფულად თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილის მიერ მხარდაჭერის გამოხატვის შემთხვევაში, ენმ-ს დაჯარიმება ემუქრება”- ბიბილაშვილი საარჩევნო კოდექსში ჩანაწერს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაპროკურატურა პირველი ლედის ძმისთვის შეფარდებულ სასჯელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს