სენაკის შესასვლელთან სტიქიამ გზა დააზიანა

სენაკის შესასვლელთან სტიქიამ გზა დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით , აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გადაერთო სენაკში გამავალ საავტომობილო გზაზე.
“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 293-ე კილომეტრზე (ქ. სენაკში შესასვლელთან), ინტენსიურიწ ვიმების შედეგად ადიდებულმა წყალმა გამორეცხა დროებითი შემოსავლელი გზა, რომელიც არსებული მილ–ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით იყო მოწყობილი. დაზიანდა იქვე გამავალი ცენტრალური მაგისტრალის ნაწილიც.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გადაერთო ქ. სენაკში გამავალ საავტომობილო გზაზე”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიით დაზიანებულ ობიექტზე მუშაობენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც სწავლობენ შექმნილ ვითარებას, რათა წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყონ გზის აღდგენის სამუშაოები.
“დაწესებული რეჟიმით მოძრაობა განხორცილდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით”, – განმარტავენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიჯვარი-მესტიის გზაზე კლდე ჩამოიშალა
შემდეგი სტატია“ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ”-ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს