სენაკის ბიუჯეტში გამგებლის ,,ოჯახური პრიორიტეტები,,

ამ დღეებში სენაკის საკრებულოში რაიონის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელეს, რომლის განხილვაშიც ოპოზიციურმა ფრაქციამ მონაწილეობა არ მიიღო.
,,თაიმერის,, ინფორმაციით, ,,ნაციონალებმა,, პროტესი გამოხატეს რაიონის გამგებლის გოჩა დგებუაძის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექზე, რომლის თანახმადაც აიპებს დაფინანსება შეუმცირდათ. თუმცა არა იმ ორგანიზაციას, რომელშიც გამგებლის ოჯახის წევრი – მეუღლე მუშაობს.
,,თაიმერს,, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი ლაშა კუჭავა, პროტესტის მიზეზებზე ესაუბრა.
,,ჩვენ ვიკითხეთ… თუ რა პრინციპით ხდება მასიური შემცირებები, რაზეც გამგებელს და მის მხარდამჭერებს პასუხი არააქვთ. ვისაც როგორც უნდათ ისე ექცევიან. მაშინ, როდესაც 11-მდე აიპიდან 10-ს, გამგებლის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტით დაფინანსება შეუმცირდება, მხოლოდ ერთს ეზრდება… ეს ერთი – ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა,, ის აიპია, სადაც გამგებლის მეუღლე მუშაობს… ამ აიპის შემცირების ნაცვლად დაფინანსება ოფისის რემონტის ხარჯების დაუმატებით – გაუზარდეს,, აცხადებს ლაშა კუჭავა.
,,თაიმერის,, ინფორმაციით, სენაკის გამგებლის დაქვემდებარებაში მყოფ ,,საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში,, უფროს სპეციალისტად 2014 წლიდან დღემდე მუშაობს სენაკის გამგებლის გოჩა დგებუაძისი მეუღლე – ლალი ნადარაია… მისი დანიშვნის გამო, სენაკის გამგებელი არასამთავრობოების მიერ არაერთხელ იქნა ნეპოტიზმში დადანაშაულებული.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ნოვოლუგანსკოე დაიკავეს
შემდეგი სტატია,,ებოლა,, დამამარცხებულია… ვაქცინა 100%-თ ეფექტური აღმოჩნდა