სენაკელი ქართლოს ოჩიგავა გრეპლინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს – იტალიის ქალაქ მილანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გრეპლინგში (არაოლიმპიური სპორტის სახეობა), ქართველმა სპორტსმენმა, სენაკელმა ქართლოს ოჩიგავამ გაიმარჯვა.
ოჩიგავამ, 80 კგ წონით კატეგორიაში, პირველ წრეში მასპინძელი სპორტსმენი, მეორეში – რუსი მეტოქე, ნახევარფინალში კი ფრანგი სპორტსმენები დაამარცხა.
ფინალურ ორთაბრძოლაში ოჩიგავამ ბრაზილიელ სპორტსმენს, კარვალო კარერას სძლია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ეს ქართველი სპორტსმენის პირველი გამარჯვება სპორტის ამ სახეობაში.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა “ისლამური სახელწმიფოს” წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელა
შემდეგი სტატიაფეხბურთში ვენესუელას ნაკრების წევრი თავში ტყვიის სროლით მოკლეს