სემინარი უნდა გაგევლოთ, რა არის საერთაშორისო ორგანიზაციები -სამადაშვილი ჯანელიძეს

სანამ მინისტრად დაინიშნებოდით, რამე სემინარი უნდა გაგევლოთ იმის შესახებ, რა არის საერთაშორისო ორგანიზაციები, – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჯანელიძეს.
„2012 წლამდე, არც ერთ დოკუმენტში, არც ერთ ორგანიზაციაში არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის კონფლიქტთან დაკავშირებით. არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთებში, რომელიც მუშაობს კონფლიქტების საკითხებზე, 2012 წლამდე არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული“, – განაცხადა ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ამ პასუხს სხდომაზე კამათი მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიხეილ ჯანელიძეს შეახსენეს ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტები.
„იყო ევროპის პარლამენტი, კონგრესი, პოლონეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მაგრამ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ მიუღია გადაწყვეტილება 2012 წლამდე“, – აღნიშნა ჯანელიძემ, რაზეც სალომე სამადაშვილის პასუხი იყო, რომ მას საერთაშორისო ორგანიზაციების რაობის გასარკვევად სემინარი უნდა გაევლო.
„ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ გაღიზიანდით იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც 2016 წელს იქნა მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. თუ ოპოზიცია დაგვეხმარება კიდევ დამატებითი შედეგების მიღწევაში და ხელს არ შეგვიშლის, მისასალმებელი იქნება. ჩვენ აქტიურად ვმოქმედებთ და 2016 წელს მივიღეთ ის შედეგები, რომელიც არასდროს არ მიუღია საქართველოს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშინაზარბაევმა ასტანას ნაზარბაევად გადაკეთების იდეას “სასიამოვნო” უწოდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა