სემეკი “რუსთავის წყალის” განცხადებას პასუხობს

news
: news დეკემბერი 8, 2015 19:47

სემეკი “რუსთავის წყალის” განცხადებას პასუხობს

მნიშვნელოვანი

  • კომისიის ცნობით, "რუსთავის წყალის" ტარიფში გათვალისწინებული 2016 წლის საინვესტიციო გეგმა მოიცავს წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაციას და გამრიცხველიანების პროექტს − ჯამში 1 338 983 ლარის ოდენობით

სხვა სტატიები

სემეკ-ის განცხადებით, რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა არ შეექმნება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შპს “რუსთავის წყალის” მიერ გავრცელებულ განცხადებას კიდევ ერთხელ პასუხობს და აცხადებს, რომ შპს “რუსთავის წყლის” მომხმარებლებს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა არ შეექმნება.

“კომპანია ვალდებულია განახორციელოს უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი წყალმომარაგება, რის საშუალებასაც მას აძლევს კომისიის მიერ დადგენილ ტარიფში გათვალისწინებული ხარჯები 2016 წლისათვის. კომისია თავის გადაწყვეტილებებში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იცავს მომხმარებელთა უფლებებს და ამასთანავე, ითვალისწინებს ლიცენზიატი კომპანიის ინტერესებს გონივრულობის ფარგლებში. საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები მოიცავს წამახალისებელ მექანიზმებს, რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას გააფართოოს და გააუმჯობესოს საქმიანობა. “რუსთავის წყალისათვის” 2016 წლისათვის დადგენილ ტარიფში წინასწარ ასახული ინვესტიციების მოცულობა − 1 685 169 ლარის ოდენობით (დღგს-ს გარეშე) კომპანიას, ეფექტური მენეჯმენტის პირობებში, საშუალებას აძლევს იზრუნოს განვითარებაზე”, – ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.

კომისიის ცნობით, “რუსთავის წყალის” ტარიფში გათვალისწინებული 2016 წლის საინვესტიციო გეგმა მოიცავს წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაციას და გამრიცხველიანების პროექტს − ჯამში 1 338 983 ლარის ოდენობით (დღგ-ს გარეშე), ხოლო აუცილებელი ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებისათვის − 346 186 ლარს (დღგ-ს გარეშე). რაც შეეხება კომპანიის სახელფასო ფონდს, კომისიის მიერ დადგენილ ტარიფში იგი გათვალისწინებულია 2014 წლის ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად.

“მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შესაბამისად, “რუსთავის წყალი” ვალდებულია უზრუნველყოს წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, მომხმარებელთათვის ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდება, სასმელი წყლის ხარისხის მუდმივი კონტროლი, წყლის ობიექტების სათანადო დაცვა და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება. კომისია მკაცრ მონიტორინგს გაუწევს კომპანიის საქმიანობასა და 2016 წლის საინვესტიციო გეგმის განხორციელებას. ამასთანავე, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა განხილული იქნება სალიცენზიო პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს კომისიის მხრიდან კანონის შესაბამის რეაგირებას”, – ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.

“რუსთავის წყალის” მიერ დღეს განვრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ “კომპანიას მოუწევს უარი თქვას არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ ისეთ აუცილებელ პროექტებზე, როგორიცაა წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია, გამრიცხველიანების პროექტი, აუცილებელი ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება”. ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ იგი იძულებულია შეამციროს საავარიო ბრიგადების, კომპანიის პერსონალის რაოდენობა და სახელფასო ფონდი.

news
: news დეკემბერი 8, 2015 19:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics