თუ ტარიფი არ გაიზრდება, საფრთხის წინაშე დადგება ენერგეტიკული სექტორი

ივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგ

“სემეკი” გადაწყვეტილებას, ტრანსპორტირების კომპანიისთვის გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, „ლეიბორისტული პარტიის” წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი სხდომაზე საკითხის განხილვას და კენჭის ყრის პროცესს ესწრებოდენენ.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრები ამბობენ, რომ გაზრდილი ტარიფი მოსახლეობის ისედაც მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. მათ დღეს ქვეყნის ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის გარდაუვალობაზე ისაუბრეს.

„ეს ხელისუფლება რევოლუციური გზით აუცილებლად შეიცვლება, იმიტომ, რომ ეს იყო საკონტროლო გასროლა… ხელისუფლებას არ ესმის, ხელისუფლება ვერ იგებს, ხელისუფლება არ უსმენს ჩვეულებრივ ხალხს. ეს გადავა ქუჩაში და მოუწევთ გადმოგდება. არ უშველით თავიანთი მამონი, ანუ ფულის ღმერთი. იგივე ბიძინა ივანიშვილი,“ – აცხადებს ბესიკ ზაქარიაძე.

„ლეიბორისტული პარტიის” წევრთა პროტესტს, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ უპასუხა. მილორავამ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ ტარიფი არ გაიზრდება, საფრთხის წინაშე დადგება ენერგეტიკული სექტორი.

„ჩვენ რომ არ დავადგინოთ ნორმალური, დასაბუთებული ტარიფი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავაყენებთ საფრთხის წინაშე ენერგეტიკული სექტორის ნორმალურ ფუნქციონირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გახშირდეს ავარიები, უნდა იყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ვთხოვთ კომპანიებს. ამიტომ, კომისია რასაც აკეთებს, ეძებს სწორ ბალანსს მომხმარებლის და მომხმარებლის ინტერესს შორის,“ – განაცხადა ირინა მილორავამ.

“სემეკის” გადაწყვეტილებით, ტრანსპორტირების კომპანია 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 18 ლარს გადაიხდის. გადაწყვეტილება ძალაში 20 ივლისს შევა. ხვალ “სემეკი” უკვე ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაული და მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების შეჩერებას ეხმაურება