“სემეკი” ელექტროენერგიის ტარიფის მატებას არ ვარაუდობს

სემეკი ელექტროენერგიის ტარიფის მატებას არ ვარაუდობს. მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ მიღებული აქვთ ენერგო კომპანიების განაცხადები, რომლების განხილვაც წლის ბოლომდე დასრულდება და ვითარება სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება.

„სამომხმარებლო ტარიფებზე მე უკვე არა ერთხელ აღვნიშნე, რომ ტენდენცია გაძვირების არ არის. ხშირად კითხულობენ, კურსი მოქმედებს თუ არა. ზოგადად კურსი მოქმედებს, თუმცა, კურსის გარდა, სხვა ფაქტორებიც არის, რომელიც მოქმედებს ტარიფის ფასის წარმოქმნაზე,“ – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.

მისივე განმარტებით, 14დეკემბერს გაიმართება სხდომა, სადაც იქნება განხილული ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების სატარიფო აპლიკაციები და მიღებული იქნება გადაწყვეტილება მათთან მიმართებაში, ხოლო სხვა საწარმოებთან მიმართებაში განხილული იქნება უკვე შემდგომ კომისიის სხდომებზე. ყველა კომპანიის მიმართ ტარიფები დამტკიცებული იქნება 31 დეკემბრამდე.

banner
წინა სტატიაში„პრეზიდენტის გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესს უპირისპირდება“ – გია ვოლსკი
შემდეგი სტატია“უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ახალი წლის შემდეგ” – საფრანგეთის ელჩი