სებასტიან კურცმა გიორგი კვირიკაშვილს ვიზალიბერალიზაციისადმი ევროპარლამენტის მხარდაჭერა მიულოცა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე, საუბარი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს, ასევე, საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ, მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეული პროგრესი აღიარებულია, როგორც ეუთოს, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

სებასტიან კურცმა გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ ვიზის ლიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ვიზის ლიბერალიზაცია იმ პროგრესის კარგი დადასტურებაა, რომელსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია. პრემიერ-მინისტრმა კი, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგის წარმატებით დასრულების პროცესში მხარდაჭერისთვის, ავსტრიას მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გიუნტერ ბეხლერი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რეპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე არ ასახელებს ყოფილი ხელისუფლების იმ წარმომადგენლის ვინაობას, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ზეწოლის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა
შემდეგი სტატიაN16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიის ხელოვნების კურსი დასრულდა