SD -ს უკანასკნელი მოჰიკანი

SD in Polen : Razzia [ca. 1939/40]

Walter Schellenberg1933 წელს, ბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის ვალტერ შელენბერგის გამოსვლას კათედრაზე, ოვაციები მოჰყვა. პროფესორმა ახალგაზრდას ურჩია შესულიყო ნაციონალ–სოციალისტური პარტიის რიგებში და შეჰპირდა რომ რეინჰარდ ჰაიდრიხს შეახვედრებდა. შელენბერგის განათლებამ იმდენად გავლენა იქონია ჰაიდრიხზე, რომ რეიხსფიურერთან დაახლოვა ახალგაცნობილი. თავიდან ჰიმლერი ეჭვის თვალით უყურებდა ვალტერს, თუმცა მალე გვერდზე დაიყენა და ესესის შტურმფიურერის წოდებაც მიანიჭა.

ვალტერ შელენბერგი SD-ს პაპკაში ირიცხებოდა როგორც აგენტი F479. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ბრიტანული დაზვერვა გააქტიურდა ჰოლანდიაში. ჰაიდრიხმა საპასუხო თამაში წამოიწყო. მან ვერმახტის კაპიტანის შემელის სახით შელენბერგი ვენლოში მიავლინა. ეს პატარა ჰოლანდიური ქალაქი რეიხს ესაზღვრებოდა. გერმანელმა ემიგრანტმა ფრანცმა ბრიტანული დაზვერვის ოფიცერი ბესტი შემელს, იგივე შელენბერგს გააცნო. შემელმა აუხსნა რომ რეიხის გენერალიტეტი მზად იყო ფიურერის ლიკვიდაციისთვის. დამატებით ბესტს გადაეცა ლუფტვაფეს და დივიზია ,,მკვდარი თავი,,-ს დისლოკაციის ადგილები პომერანიაში და ვესტფალიაში. ინგლისელებმა ინფორმაცია გადაამოწმეს და ბრმად მიენდნენ ვერმახტის კაპიტანს. ამსტერდამიდან ბრიტანეთის საელჩოში მიმაგრებული კიდევ ორი დაზვერვის ოფიცერმა მოინდომა შემელთან შეხვედრა ვენლოში. შელენბერგი კვლავ რეიხს დაუბრუნდა და აღმოჩნდა რომ სწორედ ის ორი სტუმარი საკმაოდ ინფორმირებულნი იყვნენ თავის სფეროში. დღის წესრიგში დადგა სამი ინგლისელი ჩინოსანის მოტაცება. ჰაიდრიხმა ჰიტლერთან შეხვედრა მოსთხოვა ჰიმლერს. ფიურერი დათანხმდა და საუბარს საგარეო საქმეთა მინისტრი ფონ რიბენტროპიც დაესწრო. ეს უკანასკნელი წინ აღუდგა მომავალ სპეცოპერაციას და აღნიშნა, რომ ამით გაწყდებოდა საბოლოოდ ურთიერთობა რეიხს და სამეფო კარს შორის. ეს ყოველივე 1939 წლის 8 ნოემბერს მოხდა, მას შემდეგ რაც ფიურერზე თავდასხმა მარცხით დასრულდა. ამიტომაც ჰიტლერმა ჰაიდრიხს დაუჭირა მხარი. შელენბერგი იმავე საღამოს ვერმახტის კაპიტანის სამხედრო ბილეთით ვენლოში აღმოჩნდა და ინგლისელებს შეხვედრა მეორე დღეს დაუთქვა. დილით ადრე სამი ბრიტანელი ვენლოს კაფე შეხვედრაზე მივიდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ შელენბერგთან. მოულოდნელად შავი ლიმუზინმა მძლავრად დაამუხრუჭა კაფესთან, საიდანაც ოფიცრები ალფრედ ნოიუქსის მეთაურობით გადმოვიდნენ და სროლა აუტეხეს დასაშინებლად სამიზნეებს. მხოლოდ ბესტი დაიჭრა. რამდენიმე წუთში ოპერაცია ,,ვენლო,,-ს გმირები უკვე რეიხის მიწაზე გმირების რანგში დაბრუნდნენ. ინგლისელები კი დასაკითხ ოთახში გაამწესა SD -მ.

თუ ჰაიდრიხს ფარიკაობა იტაცებდა, შელენბერგი ფეხბურთის მატჩებს არ აცდენდა. უშუალო შეფსაც კი მიჰბაძა და უარი თქვა ესესელთა ათეულზე, რომელსაც მისი სიცოცხლე უნდა დაეცვა.

valter2

ჰაიდრიხის მკვლელობის შემდეგ, ჰიმლერის მარჯვენა ხელი ვალტერ შელენბერგი გახდა. რეალურად SD მმართველობა სწორედ ვალტერმა ჩაიბარა. 1942 წლის აგვისტოს თვეს, ბრიგადენფიურერი რეიხსფიურერს შეხვდა და მოკავშირეებთან სეპარატულ ზავზე ჩამოაგდო საუბარი. რკინის ჰაინრიხი გაბრაზდა, თუმცა საუბრის ბოლოს თავის ხელქვეითს ურჩია რომ არ დაეკარგა დასავლური კონტატები და ემუშავა ამ მიმართულებით. შელენბერგის აგენტი, გრაფი ჰოჰენლოე ლისაბონში სექტემბერში ჩაფრინდა და ამერიკული დაზვერვის წარმომადგენელს შეხვდა, რომლის სახელი SD პაპკაში ,,ალფონსია,,
,,ალფონსმა,, მზადყოფნა გამოთქვა ზავის დადების მხოლოდ იმ პირობით თუ გერმანული უშიშროება ცოცხლად გადასცემდა რეიხსკანცლერს აშშ-ს მთავრობას. გარანტიების მისაღებად კი იმავე წლის ნოემბერში ჰოჰენლოე ბერნს ესტუმრა, სადაც ალენ დალეს შეხვდა და ამ უკანასკნელმა გარანტიები მისცა ჰიმლერის უწყებას. დალესმა დამატებით მოითხოვა საგარეო საქმეთა მინისტრის იოახიმ ფონ რიბენტროპის თანამდებობიდან ჩამოშორება ნეისმიერი გზით. სიტყვას საქმე მოჰყვა და შელენბერგმა რეიხის საგარეო უწყებაში თავისი დაჯგუფება შექმნა, რომელიც ფონ რიბენტროპის სტატს-მდივანს მარტინ ლუთერს ჩააბარა. ლუთერი მოიერიშეების გრუენფიურერი იყო და გრძელი დაშნების ღამეს მისტურად გადაურჩა სიკვდილით დასჯას. რეიხსმინისტრმა მოახლოებული საფრთხე იგრძნო და ლუთერი შეთქმულებთან ერთად საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა ჭკუის სასწავლებლად. ამასობაში ბრიტანელები ბერნში იგივე დალესს შეხვდნენ და აგრძნობინეს რომ არ სურდათ რაიმე კავშირის დამყარება ან თუნდაც სახელმწიფო გადარიალების გეგმის განხორციელება SS და SD ხელით.

ამბობენ შელენბერგი საკმაოდ კარგი მოსაუბრე გახლდათო. – მისი შარმი და განათლება ქალებზე დიდ გავლენას ახდენდა. ყველას გვსურდა მასთან საუბარი რაიმე სხვა თემაზე. ომი კი გერმანიას არ აკლდა – აღიარებდა ჰაიდრიხის მეუღლე ლინა ფონ ოსტენი.

SD in Polen : Razzia  [ca. 1939/40]
SD in Polen : Razzia [ca. 1939/40]
1944 წლის შემოდგომაზე შელენბერგი ადმირალ კანარისის დაპატიმრებაში იღებდა მონაწილეობას. საქმე იმაშია რომ ერთერთ დაკითხვისას გენერალიტეტის ჩინებმა ჰიტლერის შეთქმულების მონაწილედ აბვერის შეფი დაასახელეს. არმიათა დაზვერვის შეფმა ვალტერის ყურადღება კედლისკენ გადაიტანა, სადაც ჰიტლერის პორტრეტის მაგივრად ძაღლის სურათი იყო. – დაიმახსოვრეთ შელენბერგ, ძაღლს ყველაფერი ესმის მაგრამ ვერ ლაპარაკობს !

გერმანული უშიშროება მარტო სპეცოპერაციებით არ იყო დაკავებული. მათ არსენალში იყო ,,ვუნდერვაფე,, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორია…

ბექა კვიციანი

banner
წინა სტატიაში139-ე სკოლაში 8 ბავშვი გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა
შემდეგი სტატია“საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ ქართველი ხალხის სახელით გააფრთხილოს მეგობარი უკრაინელი ხალხი” – ჯუმბერ კირვალიძე