საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ღია კონკურსის პირველი ტური ჩატარდა. მეორე ტურში კი 5 კანდიდატი გადავიდა.

მეორე ტურში გადასული კანდიდატების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ზაალ ანჯაფარიძემ და ვასილ მაღლაფერიძემ 6-6 ხმა მიიღო, ნინო ზუტაშვილმა- 5, თინათინ ბერძენიშვილმა და ნათია კუპრაშვილმა კი 8-8 ხმა.

მეორე ტურში გადასული კანდიდატები 4 და 5 იანვარს საკუთარ კონცეფციებს წარადგენენ, საბოლოო კენჭისყრა კი 6 იანვარს გაიმართება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა

banner
წინა სტატიაში„გაშლილი სუფრის ნაცვლად, საოპერაციო მაგიდაზე“ – მალხაზ ველიჯანაშვილს პიროტექნიკა აუფეთქდა
შემდეგი სტატია“უნდა დავუპირისპირდეთ ივანიშვილის ამ გეგმას,” – რატიანი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრობს