„საზოგადოების ნაწილი ანტიხალხურ პოლიტიკურ კამპანიაში ერთვება“ – გია ჟორჟოლიანი რუსთავი 2-ის საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, გია ჟორჟოლიანმა რუსთავი 2-ის საქმეზე ევროსასამრთლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„მიმდინარეობს რევანშისტული პოლიტიკური კამპანია – ბრძოლა ხელისუფლებისთვის, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმათავს. ადგილი აქვს მანიპულირების მცდელობას, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრების შეცდომაში შეყვანის მიზნით. გამოვთქვამთ შეშფოთებას, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ექცევა ნაციონალური მოძრაობის და მისი მემკვიდრეების და სატელიტების გავლენის ქვეშ და აქტიურად ერთვება ანტიხალხურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ კამპანიაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო, ისევე, როგორც ქართული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ სასამართლო საქმეებში არ ვერევით, ვენდობით სასამართლო გადაწყვეტილებებს,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაში„უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოვთქვამ“ – ევროპარლამენტარი
შემდეგი სტატია„რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, სერიოზული დარტყმა იქნება მედია პლურალიზმზე“ – Human Rights Watch