საზოგადოებას უნდა ქონდეს ბერკეტი არჩევნების გზით ჩაანაცვლოს ის პარტია, რომელიც ქვეყნის განვითარებას ვერ ახერხებს- აბესაძე

“მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წევრის ირაკლი აბესაძის თქმით მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ქონდეთ ბერკეტი ზედმეტი დაძაბულობის, ქვეყნის განვითარების შეფერხების გარეშე ჩაანაცვლოს ხელისუფლება მისაღები პოლიტიკური გაერთიანებით. აღნიშნული თემაზე აბესაძემ ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე ისაუბრა:
,,ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო კომისიამ, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველოს ის, რომ თითოეულ თქვენგანს უნდა გქონდეთ შესაძლებლობა თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება. ხელისუფლებაში მიიღოთ პოლიტიკური გაერთიანება, პარტია, რომელიც ხალხის უმრავლესობის აზრს გამოხატავს. როდესაც ყოველდღიურად აწყდებით ეკონომიკურ სიძნელეებს, როდესაც თქვენი ცხოვრება არ უმჯობესდება და ხშირ შემთხვევაში უარესდება, როდესაც ვერ ხედავთ პერსპექტივას ქვეყნის განვითარების ამ დროს მნიშვნელოვანია თქვენ ხელში გქონდეთ ბერკეტი არჩევნების გზით ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის, ქვეყნის განვითარების შეფერხების გარეშე ჩაანაცვლოთ ის პარტია რომელიც ვერ ახერხებს ქვეყნის განვითარებას ახალი და თქვენთვის მისაღები პოლიტიკური გაერთიანებით,’’- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშითურქი პროკურორები ფეთჰულა გიულენისთვის თითქმის 3 ათას წლიან პატიმრობას ითხოვენ
შემდეგი სტატია“წარმოიდგინეთ, პრემიერი პრეზიდენტს ეუბნება, ომი გამოაცხადოს და პრეზიდენტს უფლება არ აქვს იკითხოს, ომს რატომ აცხადებს?!”