საზმაუს სამეურვეო საბჭოში ევროპული საქართველოს კანდიდატი ნინია კაკაბაძე იქნება

ახლა გაცილებით პრინციპულია ის, რომ რუსთავი 2 გადარჩეს იმ სახით, როგორი სახითაც არსებობს

უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა ცხრა წევრმა წარვადგინეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ქალბატონი ნინია კაკაბაძე. ჩვენი არჩევანი არ იყო შემტხვევითი იმიტომ, რომ ვთვლით, რომ რაც უფრო მეტი პრინციპული, კვალიფიციური ადამიანი იქნება მით უფრო საჯარო და ღია გახდება ბორდის მუშაობა. ნინია სწორედ ასეთი ადამიანია. მართალია, ერთი ან ორი ადამიანი რეალურად ვერ შეცვლის ბორდის პოლიტიკას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ იყვნენ კვალიფიციური და პრინციპული ადამიანები. რაც შეეხება პარლამენტის მხრიდან მის მხარდაჭერას, წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც იმ ქვოტაზე, რომელიც უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების ვაკანსია იყო უმრავლესობამ არ მისცა ხმა და ჩააგდო კანდიდატურა. იმედს გამოვთქვამ, რომ ამჯერად ასეთ საქციელს ადგილი არ ექნება და უმრავლესობა გააცნობიერებს კანონის იმ მოთხოვნას, რომ ერთი ვაკანტური ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებლის საბჭოში სწორედ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატების წარმომადგენლით უნდა მოხდეს,”-ნათქვამია “ევროპული საქართველოს” განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი – დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მომწამვლელი ნივთიერების გამოყენება დიდი ალბათობით ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება იყო
შემდეგი სტატიალონდონის პოლიცია: ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის მეგობარი გლუშკოვიც მოკლულია