საზარელი მკვლელობის გამოძიებისას არ არის გამორიცული კანიბალიზმის ვერსიაც გამოიკვეთოს

თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავების ოპერაციები ვარკეთილში, გლდანში, 5 დეკემბრის ქუჩასა და მთაწმინდაზე მიმდინარეობდა.

საქმე ეხება ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას. 76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალი გარდაცვლილის 19 წლის შვილს, 24 წლის მამაკაცს და არასრულწლოვან გოგოს ედება. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი სხვა ორ ახალგაზრდა მამაკაცს აქვს წარდგენილი.

მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თხოვნით ბრალდების მხარე სასამართლოს დღეს მიმართავს.

მკვლელობა გარდაცვლილი ქალის სახლში მოხდა.

გამოძიება საზარელ დანაშაულს რიტუალური მკვლელობის კვალიფიკაციას აძლევს. არ არის გამორიცხული, გამოძიების მსვლელობისას კანიბალიზმის ვერსიაც გამოიკვეთოს.

banner
წინა სტატიაში„პირველი მომხმარებელი“ – ირაკლი ლექვინაძე ელექტრომობილების დამტენ სადგურთან არსებული რიგების ფოტოებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: სუვერენიტეტის გარეშე რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ზედმეტია