სახალხო დამცველი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

სახალხო დამცველი

downloadსაქართველოს სახალხო დამცველმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს წინადადებით მიმართა, სახელმწიფო დონეზე შემუშავდეს სათანადო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებისთვის.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – მესტიის, ონის, ამბროლაურის, ყაზბეგის, ხულოს, შუახევისა და ქედას მუნიციპალიტეტებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა შეამოწმა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ რიგ ტერიტორიულ ერთეულებსა და სოფლებში არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები და საავადმყოფოები, რაც არასრულწლოვნებს სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით უწყვეტად სარგებლობის უფლებას უზღუდავს.

“მიუხედავად იმისა, რომ როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, ისე მოქმედი შიდა სამართლებრივი აქტების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამედიცინო მომსახურებისა და დაწესებულებების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის და ამ მიზნით გაატაროს ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები, სახელმწიფოს მიერ დღემდე არ არის სათანადო დონეზე უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის დაცვის უფლების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის პრინციპი”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ახალი სანქციები მტრული
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ორი მოადგილის დანიშვნას ხელი მოაწერა