სავჩენკოს სამშობლოში საზეიმო დახვედრას უწყობენ

კიევის “ბიროსპოლის” აეროპორტში ნადეჟდა სავჩენკოს სადღესასწაულო დახვედრისთვის ემზადებიან – ინფორმაციას “კომერსანტი” , უკრაინის მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საზეიმო მიღება მზადდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც, სადაც უკვე იკრიბებიან ჟურნალისტები – წერს “ბიბისი”.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო უკვე პრეზიდენტ პოროშენკოს თვითმფრინავშია და კიევში მიფრინავს. აეროპორტში მისულია პრეზიდენტის კორტეჟი.

თვითმფრინავი წუთი-წუთზე დაფრინდება “ბიროსპოლში”.

banner
წინა სტატიაშისავჩენკოს ადვოკატი: მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის
შემდეგი სტატია,,ლიტველი ქრისტიან-დემოკრატები უმკაცრესად ვგმობთ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის მიმდინარე დევნას”