სავჩენკოს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებთან წვდომა შეუჩერეს

სახალხო დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ უმაღლესი რადას ევროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა ჩაშალა. მან ჯერ სკანდალი მოაწყო, შემდეგ კი კომიტეტი დატოვა და ფაქტობრივად ჩაშალა ქვორუმი მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების მისაღებად.
მიმდინარე სხდომაზე განიხილავდნენ 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტს, ასევე უკრაინის უსაფრთხოების ზომებს გაძლიერებული აგრესიისას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი პაშინსკიმ უშიშროების სამსახურებს მიმართა დაადგინონ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ნადეჟდა საჩენკოს კონტაქტები. შემოწმების პროცესში სავჩენკოს სახელმწიფო საიდუმლოსთან წვდომა შეუჩერდება – უკრაინული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიმერკელი: ის, რაც ალეპოში ხდება, სრული არაადამიანობაა
შემდეგი სტატიაემინემი ტრამპს თავს დაესხა