სავჩენკოს კოლეგამ “პუტინის ლობისტი” უწოდა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა “სახალხო ფრონტიდან” ანდრეი ტეტერუკმა, თავის კოლეგას პარტია “ბატკივშინადან” ნადეჟდა სავჩენკოს “პუტინის ლობისტი” უწოდა – ამის შესახებ ინფორმაციას “სახალხო ფრონტის” პრეს-სამსახური ავრცელებს.
“ბატკივშინა” ან უნდა გაემიჯნოს პუტინის ლობისტ სავჩენკოს, ან ღიად განაცხადოს, რომ მასზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს” – განაცხადა ტეტერუკმა.
დეპუტატის თქმით, სავჩენოს და რუსეთის პოზიციები აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. კერძოდ, საუბარია დონბასის ლიდერებთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე.
გუშინ რადაში რადიკალური ფრაქციის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ განაცხადა, რომ სავჩენკო რუსეთის ხელისუფლებას განთავისუფლებაზე მოელაპარაკა “უკრაინის ჩაბარების ფასად”.
უმაღლესი რადას დეპუტატმა, ნადეჟდა სავჩენკომ, გუშინ შიმშილობა დაიწყო.
“მე ბიჭების გასათავისუფლებლად ბევრი მეთოდი ვცადე, როგორც მსოფლიო იბრძოდა ჩემთვის. ახლა მათთვის ისე ვიბრძოლებ, როგორც საკუთარი თავისთვის ვიბრძოდი თვითონ” – თქვა სავჩენკომ.
მისი განცხადებით, ის “მსოფლიო ხელისუფლებების უმოქმედობას” აპროტესტებს და შიმშილობას “სასურველი შედეგის მიღწევამდე” გააგრძელებს.
“მე პრეზიდენტ პოროშენკოს ტყვეების გაცვლის რეალური გეგმები გადავეცი: ხალხის მიცემა პირველმა უნდა დავიწყოთ, მაგრამ ტყვედ არ არიან პეტრე ალექსეევიჩის (პოროშენკოს) შვილები და ჩვენი შვილებისთვის მას არ ცხელა” – განაცხადა სავჩენკომ.

banner
წინა სტატიაშიიტალიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ანტირუსული სანქციების მოხსნას
შემდეგი სტატიაროგორ დაიმალა აქციაზე ატეხილი ჩხუბის დროს გია კორკოტაშვილი – ,,კორკოტა“ – ფოტო