(video)სავჩენკოს დედამ მსოფლიო ლიდერებს და ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა

ნადეჟდა სავჩენკოს დედამ მსოფლიო ლიდერებს და ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა შვილის განთავისუფლებაში დაეხმარონ და ორი სპეციალური ვიდეომიმართვაც ჩაწერა.

“მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, უშველეთ ჩემს შვილს, დამეხმარეთ მე, დედას, რომელიც 78 წლის ვარ… დაეხმარეთ მას ციხიდან გამოსვლაში” – ნათქვამია მარია სავჩენკოს მიმართვაში. მან ასევე უკრაინელ და მსოფლიო ჟურნალისტებს სთხოვა სიმართლე დაწერონ მისი შვილის რუსეთის ციხეში ყოფნის შესახებ.

4 მარტს უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო მარია სავჩენკოს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს სავჩენკოს დასახმარებლად.
ასევე ევროპარლამენტის 26-მა დეპუტატმა რამდენიმე დღის წინ რუსეთის მთავრობას მოუწოდა მფრინავის განთავისუფლებისკენ.
შეგახსენებთ, რომ ორ დღეში სავჩენკოს განაჩენს გამოაცხადებენ.
ასევე, 4 მარტს სავჩენკომ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

https://youtu.be/wchZj5NfB-U

 

https://youtu.be/Ex3wh63Hp1c

banner
წინა სტატიაში[Video]არასრულწლოვან ცოლთან სქესობრივი კავშირის გამო ქმარს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ