სავჩენკომ უკრაინის ჰიმნი იმღერა

რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ
ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენს, რომელსაც ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში სდებენ ბრალს, 21 მარტს გამოიტანენ
  ბოლო სიტყვით გამოსვლისას, რომელიც სავჩენკომ უკრაინულ ენაზე წარმოსთქვა, მან განაცხადა, რომ გააგრძელებს მშრალ შიმშილობას, თუკი სასამართლო გადაწყვეტილებას ერთ კვირაში არ გამოიტანს.
“სასამართლომ ერთი კვირის სიცოცხლე მომპარა, და თქვენ მხოლოდ ერთი კვირა გაქვთ განაჩენის გამოსატანად – შესაძლებელია იქამდე ვიცოცხლო. თუკი განაჩენს ორი ან მეტი კვირის შემდეგ გამოაცხადებთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენ ჩემი სიცოცხლით ვთამაშობთ და მე დასაკარგი არაფერი მაქვს. მე ვაგრძელებ მშრალ შიმშილობას” – განაცხადა მან.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ განაჩენის გამოტანის დრო დაასახელა, სავჩენკომ უკრაინული ჰიმნი იმღერა, რომელიც დარბაზმა მაშინათვე აიტაცა – ამის შემდეგ სხდომის ონლაინ ტრანსლიაცია შეწყვიტეს – ბიბისი” წერს.
გამოსვლამდე, სავჩენკოს ადვოკატმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 38 გრადუსი ტემპერატურა აქვს.
შეგახსენებთ, რომ სავჩენკომ მშრალი შიმშილობა 3 მარტს გამოაცხადა.
banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის დედა მოკლული სიძის დედას უპირისპირდება
შემდეგი სტატიარუსეთის პენ-კლუბის წევრები სავჩენკოს მხარდაჭერას უცხადებენ