სავჩენკომ შიმშილობის შეწყვეტა გადაწყვიტა

უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ გადაწყვიტა შიმშილობა შეწყვიტოს, რომელიც უკვე 60 დღეზე მეტია გრძელდება – სავჩენკოს “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა. “იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებამ “სიმართლის” დეტექტორის ექსპერტიზის შედეგები არ წარმოადგინა, ნადეჟდა სავჩენკომ გადაწყვეტილება მიიღო შეწყვიტოს შიმშილობა ხელახალი ექსპერტიზის ჩასატარებლად” – ნათქვამია შეტყობინების ტექსტში – უკრაინული მედია წერს.

ნადეჟდა სავჩენკოს ბრალი ტერაქტის მომზადებაში ედება.

banner
წინა სტატიაში“რეპორტიორები საზღვრებს მიღმა” ბაბჩენკოს საქმეზე აღშფოთებას გამოხატავს
შემდეგი სტატიაჰარვი ვაინშტაინის მსხვერპლს მასთან ათი წელი ჰქონდა სექსუალური კონტაქტი