სავჩენკომ ევოლუციურ-რევოლუციური მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა

უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ საზოგადოებრივი პრატფორმა “რუნას” შექმნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან ლვოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა – “112 უკრაინა” ავრცელებს.
სავჩენკოს თქმით, მოძრაობა ევოლუციურ-რევოლუციური იქნება. “ჩვენთან ხდება მაიადნები, იმიტომ, რომ ეს ადამიანის ბრძოლის ბუნებრივი უფლებაა, თავისი უფლებებისთვის იბრძოლოს, თავისი სიცოცხლისთვის იბრძოლოს. მხოლოდ, ყველა მაიდანის შემდეგ გონებას გვირევენ და ყველაფერს უკუღმა გვიბრუნებენ. ჩვენ ახლა ამას გონებით უნდა შევხედოთ, ავწონოთ და ევოლუციის გზით ბოლო-ბოლო განვახორციელოთ ის რევოლუცია, რომელიც უკრაინას სჭირდება” – განაცხადა ნადეჟდა სავჩენკომ.
მან განმარტა, რომ “რუნა” იქნება არა პარტია, არამედ საზოგადოებრივი მოძრაობა, ხალხის გაერთიანება.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ყირიმში გაზის მიწოდება დაიწყო
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის მინისტრმა ებრაელებს საფრანგეთის დატოვებისკენ მოუწოდა