სავჩენკო: უკრაინაში რევოლუცია ახლოვდება

სავჩენკომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას დაუჭირა მხარი

უმაღლესი რადას დეპუტატმა, ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინელი მოქალაქეები “მომწიფდნენ” და უკრაინისთვის რევოლუციის გზა გარდაუვალია – “112 უკრაინა” წერს.
“ჩვენი ხალხის საზოგადოებრივმა აზრმა მაღალ ნიშნულს მიაღწია. ვთვლი, რომ ჩვენ უკვე მოვმწიფდით მკვეთრი და გადამწყვეტი მოქმედებებისათვის, რევოლუცია გვიახლოვდება. ვმოქმედებთ! ჩვენი უკრაინა ჩვენს ხელშია!” – განაცხადა სავჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ დილით სავჩენკომ თქვა, რომ შიმშილობას აცხადებს და უკრაინელი ტყვეების განთავისუფლებას ითხოვს, რომლებიც რუსეთისა და დონბასის ტერიტორიებზე ყავთ.
“მე ბიჭების გასათავისუფლებლად ბევრი მეთოდი ვცადე, როგორც მსოფლიო იბრძოდა ჩემთვის. ახლა მათთვის ისე ვიბრძოლებ, როგორც საკუთარი თავისთვის ვიბრძოდი თვითონ” – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ის “მსოფლიო ხელისუფლებების უმოქმედობას” აპროტესტებს და შიმშილობას “სასურველი შედეგის მიღწევამდე” გააგრძელებს.
“მე პრეზიდენტ პოროშენკოს ტყვეების გაცვლის რეალური გეგმები გადავეცი: ხალხის მიცემა პირველმა უნდა დავიწყოთ, მაგრამ ტყვედ არ არიან პეტრე ალექსეევიჩის (პოროშენკოს) შვილები და ჩვენი შვილებისთვის მას არ ცხელა” – განაცხადა სავჩენკომ.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე : თბილისის მერიის ხელმძღვანელობაში უშიშროების კადრების დანიშვნა სახიფათოა
შემდეგი სტატიაერდოღანმა პუტჩის მცდელობაში დასავლეთი დაადანაშაულა