სავჩენკო “სიცრუის დეტექტორზე” დაკითხვისთვის შიმშილობას შეწყვეტს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო შიმშილობის დროებით შეწყვეტაზე დათანხმდა იმისათვის, რომ პოლიგრაფზე (ე.წ. “სიცრუის დეტექტორზე”) დაიკითხოს – 13 აპრილს მისმა ადვოკატმა ოლეგ სოლოვეიმ გაავრცელა. ადვოკატის ინფორმაციით, სავჩენკო შიმშილობას სამი დღით შეწყვეტს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და დაკითხვაზე ყოფნა შეძლოს. 13-15 აპრილის განმავლობაში ნადეჟდა სავჩენკო იმ პროდუქტებს შეჭამს, რომელზეც მას ექიმმა ნება დართო.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: მსოფლიოში სიტუაცია ქაოსისკენ მიდის
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე – განცხადებას უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე არ ვწერ