სავჩენკო რუსეთის გაეროდან გარიცხვის მოწოდებას აკეთებს

5უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ, უკრანელი ჟურნალისტის რომან სუშენკოს რუსეთში დაკავების კომენტირებისას განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთის გაეროდან გარიცხვა-ამის შესახებ “112 უკრაინა” ავრცელებს.
“რუსეთი არ ჩერდება, არასაჭირო საქმეებს სჩადის და ეს კიდევ ერთხელ იმაზე მიანიშნებს, რომ მისი ადგილი არ არის არც “დიდ შვიდეულში”, არც გაეროში, რადგანაც ის (რუსეთის ფედერაცია-რედ) რასაც აკეთებს, იმ მაღალი პრინციპების ღალატია, რაც ამ ორგანიზაციების შექმნას დაედო საფუძვლად” – განაცხადა სავჩენკომ.
დეპუტატის თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის აუცილებელია სავიზო რეჟიმის შემოღება.

banner
წინა სტატიაშილინას ლინკევიჩუსი: საქართველო დიდი ხანია, იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას
შემდეგი სტატიადავით თარხან-მოურავი არჩევნების შემდეგ აქციების გამართვას აანონებს