სავალუტო ჯიხურების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი ძალაში შევიდა

ეროვნულმა ბანკმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფის და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის და რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა.

ახალი წესი ვალუტის გადამცვლელ პუნქტს 1 მარტიდან ავალდებულებს, ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმოს ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი თანხა.

მკაცრდება სარეგისტრაციო მოთხოვნები.

რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვადა 2019 წლის 1 იანვრამდე აქვს, 28 თებერვლიდან დარეგისტრირებულმა – საქმიანობა ახალი წესების სრული დაცვით უნდა განახორციელოს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა პოლონეთში შეხვედრები გამართეს
შემდეგი სტატია„ბორჯომში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან“ – შსს