,,სავალალოა, რომ საქართველოს მთავრობა “გაზპრომთან” თანამშრომლობს”

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილი სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთი „გაზპრომს“ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად იყენებს.
როგორც გაბაშვილი ამბობს, სავალალოა ის ფაქტი, რომ „გაზპრომთან“ საქართველოს მთავრობაც თანამშრომლობს.

“გაზპრომი“ პუტინის ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტია. ის იქცა პოლიტიკური მოქმედებების ინსტრუმენტად მისთვის. ეს შეეხება საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას, ევროპას, ყველა მიმართულებით გაზპრომი აკეთებს იმას, რა დავალებასაც იღებს პუტინისგან. საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ გეგმაში „გაზპრომი“ რომ ჩართულია ეს ჩვენთვის ცნობილია და სავალალოა, რომ საქართველოს მთავრობა “გაზპრომთან” თანამშრომლობს”, – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტისგან ე.წ რესპუბლიკის გაზიფიკაციაში დახმარების პირობა მიიღო და ამ მიზნით გაზპრომის ერთ-ერთმა ინსტიტუტმა გაზიფიკაციის სქემა შეიმუშავა.

banner
წინა სტატიაში“უნდა მივულოცოთ კალაძეს, რომ იგი აღმოჩნდა თიბილოვის კომპანიაში”
შემდეგი სტატიასაქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა 3 729.500-მდე შემცირდა