სავაჭრო ობიექტების დაზღვევა აუცილებელია – ბიზნესომბუდსმენი

ბიზნესომბუდსმენი სავაჭრო ცენტრების დაზღვევაზე საუბრობს. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მსგავსი ობიექტები დაზღვეული იყოს.
„გასული წლის პრაქტიკამაც და სამწუხაროდ, გუშინდელმა დღემაც აჩვენა, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება ამ კუთხით საჭიროა. ეს უკავშირდება ადამიანის, მომხმარებლების უსაფრთხოებას, მეორე მხრივ, იმ მეწარმეების უფრო მეტად დაცულობას, რომლებიც სამწუხაროდ, დაზღვევის როლს და ფუნქციას ჯერ კიდევ ისე აქტუალურად არ აფასებენ, როგორც ეს მნიშვნელოვანია. მერე ეს იწვევს, რომ დანაკარგები არის ძალიან მაღალი და ყველა მიდის სახელმწიფო უწყებებამდე ზარალის ან კომპენსაციის მოთხოვნით, ამიტომ ეს მოცემულობა გვაჩვენებს, რომ აქ რაღაც გადაწყვეტილებები საჭიროა და ვფიქრობთ, რომ თუნდაც, პირველ ეტაპზე, სავაჭრო ცენტრებში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო წელს და მიმდინარე წელსაც გვქონდა ამის მაგალითი, საჭიროა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

banner
წინა სტატიაში“გამოძიება გაარკვევს მიზეზებს და გაგაგებინებთ დამატებით დეტალებს“ – მეზვრიშვილი ხანძარზე
შემდეგი სტატიაშსს-მ ომბუდსმენის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა – მეზვრიშვილი