სავაჭრო ცენტრ “თერგში” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილს დღეს შეუშვებენ

სავაჭრო ცენტრ “თერგში” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილს დღეს შეუშვებენ.

მათ ნაწილს შენობაში შესვლის უფლება გუშინ მისცეს, თუმცა ეს არ ეხება მათ, ვისი საქონელიც ცეცხლმა გაანადგურა. სავაჭრო ცენტრის დამწვარ შენობაში მათ მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ შეუშვებენ.

წინასწარი ინფორმაციით ზარალი, ათობით მილიონი ლარია. ხანძარი სავაჭრო ცენტრ „თერგში“ 26 თებერვლის ღამეს ბაზრობის ორ სხვადასხვა სართულზე ერთდროულად გაჩნდა.
დამწვარია შენობის ტერიტორიის 5000 კვ. მეტრი ფართობი.

banner
წინა სტატიაშისაია, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა