“საუზმე ტიფანისთან” ავტორის ფერფლი 45 000 $ გაიყიდა

614454536_1204467826242749_1036858171_nცნობილი ამერიკელი მწერლის ტრუმენ კაპოტეს ფერფლი ლოს-ანჟელესის აუქციონზე 45 ათას დოლარად გაიყიდა. ვაჭრობის ორგანიზატორი Julien’s Auctions-ი იყო, რომელმაც ყუთი მწერლის ფერფლით მისი მეგობრისგან ჯოან კარსონისგან მიიღო, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა. აუქციონში მონაწილეობდნენ მსურველები რუსეთიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან, სამხრეთ ამერიკიდან და აშშ-დან. აუქციონის ორგანიზატორების თქმით, მწერლის გარდაცვალების მომენტში, 1984 წელს, მისი ფერფლი სავარაუდოდ, 6 ათასი დოლარი ეღირებოდა. კაპოტეს ყველაზე გახმაურებული წიგნია “საუზმე ტიფანისთან” და დოკუმენტური რომანი “ცივსისხლიანი მკვლელობა”.

 

banner
წინა სტატიაშიადვოკატი მსუქანი მგზავრის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაშუამთის ტერიტორიაზე დაკარგული გოგონები პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს