საუკუნის პროცესი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, გაუთქმელობის ხელწერილს ხელი მოაწერა იმის ხარჯზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაცნობის საშუალება ჰქონოდა.

მისი თქმით, მას მხოლოდ იმის დადასტურება შეუძლია, დეკანოზის საქმეში არსებული მტკიცებულებები არაფერს ადასტურებენ.

„აქ ხომ მარტო ადვოკატის პროფესიაზე არ არის საუბარი, ეს ხომ მართლა საუკუნის პროცესია, მე ხომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ჩემს სიტყვებს ხომ რამდენიმე თვის შემდეგ დამიდებენ, ამიტომ, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მამა გიორგი მამალაძე აბსოლუტურად არავის მკვლელობას არ ამზადებდა.

მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ ჰქონდა, მამა გიორგის ციანიდი არ მიჰქონდა, მამა გიორგის ციანიდი ჩაუდეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამ სიტყვებს დავამტკიცებ“, – განაცხადა ფანცულაიამ გადაცემაში „რეაქცია“, სტუმრობისას.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს მისი შეუძლოდ ყოფნის მიზეზით ვერ შედგა.
დეკანოზი ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული. ის გუშინ პროკურატურის გამომძიებლებს ჩვენებას რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდა.

https://youtu.be/TyUAUP1Aa_g

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებამ გამოძიებაში არსებული ვიდეომტკიცებულებების ჩვენება მოაწყო
შემდეგი სტატიასიტყვიერი დაპირისპირება გურამ ფალავანდიშვილსა და არჩილ გამზარდიას შორის