საუდის პირველი თვითმფრინავები თურქულ ავიაბაზაში დაფრინდნენ

საუდის არაბეთის სამხედრო ძალების თვითმფრინავები თურქეთის ინჟირლინკის ავიაბაზაზე დაფრინდნენ – თურქეთის პრეს-სამსახური ავრცელებს, წერს “როიტერსი”.
თურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა და თანაშემწემ იბრაჰიმ კალინმა, ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” საბრძოლველად უკვე გააგზავნა 3,8 ათასი ჯარისკაცი, ამასთანავე, მან დაამატა, რომ ანკარა დამოუკიდებლად არ აპირებს სახმელეთო ოპერაციების წარმოებას და მისი ყველა მოქმედება საერთაშორისო კოალიციასთან იქნება შეთანხმებული.
კალინმა ეჭვი გამოთქვა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების რეალიზებაზე და განაცხადა, რომ თურქეთი მის წინააღმდეგ მიმართულ ყველა საფრთხეს უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ორი კვირის ვადით ძალაში 27 თებერვალს შევა.

banner
წინა სტატიაშიფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გახდა
შემდეგი სტატიანეპალის მთაზე ორ დღეში ორი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა