მასწავლებელმა ექვსი კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

Crimestopperslogoსაუდის არაბეთში, ქალაქ ჯიზანში მასწავლებელმა განათლების ადგილობრივი დეპარტამენტის განყოფილებაში ცეცხლი გაუხსნა კოლეგებს – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
თავდასხმის შედეგად ექვსი მასწავლებელი დაიღუპა. მანსურა ტურკის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, ბოროტმოქმედი დაკავებულია. მას ტერაქტის ბრალდება არ წაუყენეს, რადგანაც სამართალდამცველების თქმით, მომხდარი ყოფითმა პრობლემებმა გამოიწვია. ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა სროლის მოტივები.
უნდა აღინიშნოს, რომ საუდის არაბეთში მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე წუთის წინ ე.წ ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაფრანგეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს