საუდის არაბეთმა ყატარული ,,ალჯაზირა,, დახურა

მას შემდეგ რაც 5 ივნისს არაბულმა ქვეყანებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, საუდის არაბეთმა იმავე დღეს, ქვეყანაში მოქმედი ყატარულ ტელევიზია ,,ალჯაზირას,, ლიცენზია ჩამოართვა და მისი ოფისი დახურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ,,ალჯაზირას,, ყატარის ხელისუფლების მსგავსად, ტეორისტების მხარდაჭერაში და საუდის არაბეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დებენ ბრალს.
შეგახსენებთ, რომ არაბული ლიგის ქვეყანებმა, საუდის არაბეთმა, იორდანიამ, ეგვიპტემ, ბახრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა, ლიბიამ, იემენმა, მალდივის რესპუბლიკამ და მავრიკიამ – ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს და ამ ქვეყნის ხელისუფლება ტერორისტული ორგანიზაციების, ,,ისლამური,, სახელმწიფოს,, ალქაიდას,, და ,,ჰუსისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს

banner
წინა სტატიაშიოფიციალური აზერბაიჯანი, მუხტარილს თემაზე საქართველოს, აშშ-ს და ევროკავშირს პასუხობს
შემდეგი სტატიაპანთეონი სადაც ნაზარბაევს დაასაფლავებენ