საუდის არაბეთმა იემენში ამბოხებულების წინააღმდეგ ავიადარტყმები გაააქტიურა

საუდის არაბეთმა იემენში ოპერაციები ისევ გაააქტიურა. საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ერთი წლის წინ დაიწყო მთავრობის პოზიციების დაცვა. საუდის არაბეთის არმიის წარმომადგენლის თქმით, კოალიცია იემენის სამთავრობო ჯარებს ჰაერიდან დაეხმარება ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში. გააქტიურებული ბრძოლების შედეგად, ორი დღის მანძილზე დაახლოებით 100 ამბოხებული დაიღუპა.
გაეროს კომისიამ იანვარში დაასკვნა, რომ კოალიციის ავიადარტყმებისგან მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპებოდა. ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ზოგიერთ შემთხვევაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულიც კი იქნა ჩადენილი.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატია“არც მე და არც ეკა აკობია მოლაპარაკებებში არ მივიღებთ მონაწილეობას