საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დაცვაში ლიდერი ქვეყანაა

საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში ლიდერი ქვეყანაა და წამების წინააღმდეგ იბრძვის – The Independent წერს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხუან მენდესმა, რომელიც გაეროში წამების და სხვა არაადამიანური მოქცევების შესახებ მომხსენებელია, გუშინ ადამიანის უფლებებზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. მენდესმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის შემთხვევები გაიზარდა, მათ შორის არასრულწლოვნების, ასევე, გაიზარდა წამების ფაქტები. საუდის არაბეთის გარდა, მომხსენებელმა ისაუბრა ირანზე, პაკისტანზე, ეგვიპტესა და ეთიოპიაზე.

მის პასუხად, საუდის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრმა ბანდარ ალ-ალიმ განაცხადა: “საუდის არაბეთი – ადამიანის უფლებების დაცვაში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. ამ უფლების დაცვა ჩვენი ვალია, რომელსაც შარიათის კანონები გვაკისრებს. ჩვენი ქვეყანა წამების ფაქტებს ებრძვის, ჩვენი კანონები კრძალავს დაკავებულის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, წამებას და უღირსად მოქცევას”.

The Sun-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს, ტერორიზმის ბრალდებით საუდიში 71 ადამიანი დაისაჯა სიკვდილით.

banner
წინა სტატიაშიილიაუნის სტუდენტები თსუ-ს სტუდენტების მხარდამჭერ აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაგიორგი გაფრინდაშვილი კანცლერის არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს