საუდიმ რუსეთი გააფრთხილა

საუდიმ რუსეთი გააფრთხილა

22საუდის არაბეთის შიდაპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ადელ ალ-ჯუბეირმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ მოსკოვის მიერ ასადის რეჟიმის მხარდაჭერას შედეგები მოყვება.
“ჩვენ რუსებს ვუთხარით იმასთან დაკავშირებით, რომ როცა გამოდიხარ ასადის და ირანის მხარეს ამ კონფლიქტში, ეს ნიშნავს, იყო რელიგიური ომის მონაწილე. ეს ძალიან, ძალიან საშიშია” – განაცხადა მინისტრმა გერმანულ Süddeutsche Zeitung-თან საუბარში.

ადელ ალ-ჯუბეირის მონაცემებით, რუსეთში დაახლოებით 20 ათასი მუსლიმი სუნიტი ცხოვრობს. “ნუთუ ეს ქვეყანა იმას ცდილობს რომ აჩვენოს, რომ შიიტების ქვეყანაში სუნიტებს ეომება?” – ამბობს ის.
მინისტრმა ხაზი გასუსვა იმას, რომ რუსეთი სირიის ოპოზიციას უტევს და არა “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციას ან “ფრონტ ან-ჰურსს”, და რომ “ამ მიზნისთვის რუსეთს შეეძლო საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციას შეერთებოდა, რაც მან არ გააკეთა”.
“ასადს საკუთარმა ჯარმაც ვერ უშველა, ამიტომ ირანს დაუძახა დასახმარებლად. როცა ეს ვერ შეძლო ირანმა, დაუძა “ჰიზბალს”, როცა მათაც ვერ შეძლეს, მან ქვეყანაში შიიტი ბოევიკები მოიყვანა ერაყიდან და პაკისტანიდან, რომლებმაც ასევე ვერ დაეხმარნენ. ახლა კი რუსეთი, მაგრამ მას რუსებიც ვერ უშველიან” – თქვა მინისტრმა, რომელმაც დაასკვნა, რომ პრეზიდენტს, რომელმაც 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე მოკლა და 12 მილიონზე მეტი ქვეყნიდან გააქცია, მომავალი არა აქვს სირიაში.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა სირიელ ქურთებს დღეს ისევ გაუხსნა ცეცხლი
შემდეგი სტატიასაბერძნეთში შეიარაღებული ბრიტანელები დააკავეს