საუდელები შიიტელი წინამძღვრის სიკვდილით დასჯას აპროტესტებენ

20საუდის არაბეთის მცხოვრებლები შიიტელი წინამძღვრის ნორმა ბაკ ალ-ნორმას სიკვდილით დასჯის შემდეგ, რომელიც შაბათს მოხდა, ქუჩებში საპროტესტო აქციებს აწყობენ.
ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქალაქ ელ-კატიფში იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები აკრძალულია.
დემონსტრანტები საუდის სამეფო ოჯახის დასჯას ითხოვენ.

ირანმა საუდის თეირანში წარმომადგენელი გამოიძახა, რომ მისთვის ოფიციალური პროტესტი გადაეცა ალ-ნორმას დასჯასთან დაკავშირებით – ცნობას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

პროტესტს გამოთქვამენ ასევე პერსიის ყურის სხვა ქვეყნები. ისინი ერთმანეთს მოუწოდებენ ქუჩებში გამოვიდნენ და “სახელმწიფო ტერორიზმის” წინააღმდეგ გაილაშქრონ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი აფხაზეთს მოუწოდებს თურქული ბიზნესი შეზღუდოს
შემდეგი სტატიარეპორტიორები საზღვრებს მიღმა: ჟურნალისტები სულ უფრო მეტად კვდებიან