“საუბარი მქონდა ირაკლი კობახიძესთანაც, ირაკლი სესიაშვილთანაც”- ინაშვილი კვოტირებაზე შეთანხმებას უარყოფს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, პოლიტიკური შეთანხების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ინაშვილმა განცხადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევასთან დაკავშირებით გააკეთა:

“რა თქმა უნდა საუბარი მქონდა ირაკლი კობახიძესთანაც, ირაკლი სესიაშვილთანაც, მაგრამ მე ამას არ დავარქმევდი პოლიტიკურ შეთანხმებას, იქ არ ყოფილა კვოტირებაზე საუბარი, რამდენი წევრი ჩვენი უნდა წარგვედგინა მოადგილეებად. ჩვენი მიზანია, მცირე ფრაქცია ვართ და ყველგან ვიყოთ წარმოდგენილი, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რომელიმე კომიტეტში მოადგილეობაზე, ეს ჩვენი უფლებაა, ეს ჩვენი პრეროგატივაა და შემდეგ როგორც გადანაწილდება ხმები, ამას ჩვენ ვნახავთ, ეს ხომ დემოკრატიული პროცესია, რა პოლიტიკურ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დღეს ვერ აირჩიეს. კენჭისყრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ემზარ კვიციანს მხარი ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ირაკლი აბესაძეს 8 დეპუტატმა. რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად 9 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ახალ შემადგენლობას კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს
შემდეგი სტატიამარტინ შულცი: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების პროცესი დაგვეჩქარებინა