„საუბარი იმაზე, რომ დღეს შეიძლება ვინმემ დატოვოს საკონსტიტუციო კომისია, უბრალოდ უსაფუძვლოდ მიმაჩნია” – გიორგი კახიანი

საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრა ამ დრომდე მიმდინარეობს. არასაპარლამენტო ოპოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ოფიციალურ პოზიციას ელოდება. ისინი კომისიის დატოვებას არ გამორიცხავენ.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია სრულიად მისაღებია, რადგან ეს საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი კი აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილება კომისიის შიგნით, კომპრომისულია.

„საუბარი იმაზე, რომ დღეს შეიძლება ვინმემ დატოვოს საკონსტიტუციო კომისია, უბრალოდ უსაფუძვლოდ მიმაჩნია, თუ დატოვების მიზანი არის მხოლოდ დესტრუქციის გამოვლინება, ამას ბუნებრივია, ვერავინ ვერ აუკრძალავს მათ,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ თეკლათში 85 წლის მარტოხელა მოხუცი გაძარცვეს
შემდეგი სტატიაევროპის სასამართლომ ჩათვალა, რომ ბესლანში სპეცრაზმმა სიცოცხლის უფლება დაარღვია